რომანი ყოველთვის გამოირჩეოდა მხიარული ხასიათით, არტისტულობითა და ქარიზმატულობით. ალბათ სწორედ ამან განაპირობა მისი არჩევანი, როდესაც შოთა რუსთაველის სახელობის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლის დასრულების შემდეგ, მან გადაწყვიტა თავი ბიზნესშიც მოესინჯა და წარმატებით ჩაუდგა სათავეში საკუთარი სასტუმროს მართვას. რომანს განსაკუთრებით უყვარს აქტიური, ჯანსაღი ცხოვრება - თავისუფალ დროს დაკავებულია ვარჯიშით, სპორტული აქტივობებითა და მოგზაურობით. უყვარს აქტიური გართობა, განსაკუთრებით - მუსიკა, სიმღერა და ცეკვა. რომანი დაოჯახებულია. ჰყავს მცირეწლოვანი ვაჟი და მეუღლე, რომელიც მისი პირველი გულშემატკივარია. მართვის გამოცდილება და ლიდერის თვისებები, საოცრად ლაღი ხასიათი და აქტიური ცხოვრების წესი - რომან გვენცაძე - ისთ ფოინთის მერობის კანდიდატი გართობის მიმართულებით.
რა არის ისთ ფოინთის მთავარი სიძლიერე?! ცხადია - გართობა! სტრატეგიული მდებარეობით დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული, ყველაფერი ხელს უწყობს ამ ქალაქს, რომ ის მთელს ამიერკავკასიაში გართობის ფლაგმანი გახდეს. სწორედ ეს არის ჩემი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებ აქტიურ მუშაობას.
ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში:
ხალხი იმსახურებს გართობას და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გართობა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ისთ ფოინთი კი #1 ქალაქი გართობის და ბედნიერების განხრით.
რომან გვენცაძე - გართობის სადარაჯოზე
შემოხაზეთ #7