რომან გვენცაძე

გართობის სადარაჯოზე

შემოხაზეთ #7

რა არის ისთ ფოინთის მთავარი სიძლიერე?! ცხადია - გართობა! სტრატეგიული მდებარეობით დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული, ყველაფერი ხელს უწყობს ამ ქალაქს, რომ ის მთელს ამიერკავკასიაში გართობის ფლაგმანი გახდეს. სწორედ ეს არის ჩემი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებ აქტიურ მუშაობას.
ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში:

  • მოხდება გართობის სრული დეკრიმინალიზაცია.
  • ისთ ფოინთის გართობის ინდექსი სხვა ქალაქებთან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გაიზრდება.
  • განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ბავშვების გართობას.
  • ჩატარტდება ტურნირები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები.
  • მოეწყობა მინი ფეხბურთის და ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატები.
  • კინოთეატრ „კავეას“ სტუმრები იქნებიან მაქსიმალურად დაცულები „სპოილერებისგან“. ამის რეალური მექანიზმები უკვე არსებობს.
  • ბოულინგის მოყვარუთათვის შეიქმნება პირადი ტრენერის ინსტიტუტი.
  • მოეწყობა ცეკვის მასტერკლასები და საყოველთაო ცეკვები, როგორც ქართული ისე ლათინო-ამერიკული: რუმბა, სალსა, ჩა-ჩა-ჩა!

ხალხი იმსახურებს გართობას და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გართობა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ისთ ფოინთი კი #1 ქალაქი გართობის და ბედნიერების განხრით.


რომან გვენცაძე - გართობის სადარაჯოზე
შემოხაზეთ #7