თეონა ჩიხლაძე

შოპინგი ჩემი დოპინგი

შემოხაზეთ #3

მე ვარ ქალი და ვიცი როგორ ფეთქავს გული საყვარელ მაღაზიაში ახალი კოლექციის და ფასდაკლების დანახვისას. მე ვარ დიასახლისი და ვიცი რას ნიშნავს საოჯახო საყიდლებზე სიარული. მე ვარ დედა და ვიცი როგორ ინთება ბავშვების თვალები დიდი ხნის ნანატრი საჩუქრის დანახვისას. მე ვარ თეონა ჩიხლაძე და მე ვიცი შოპინგის მნიშვნელობა! ხმა მომეცით ისთ პოინტის მერის არჩევნებზე და არჩევის შემთხვევაში:

  • გპირდებით კიდევ უფრო მეტ ბრენდს ისთ ფოინთში.
  • გპირდებით მეტ აქციებს და ფასდაკლებებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების მაღაზიებში.
  • გპირდებით მშობლებს, რომ შეიქმნება სივრცე ბავშვებისთვის, სადაც შეძლებთ მათ დატოვებას, სანამ თქვენ შოპინგით იქნებით დაკავებულები.
  • გპირდებით ქალბატონებს, რომ შეიქმნება სივრცე მამაკაცებისთის, სადაც შეძლებთ მათ დატოვებას, სანამ თქვენ შოპინგით იქნებით დაკავებულები.
  • გპირდებით ბავშვებს და მამაკაცებს, რომ არაჩვეულებრივ დროს გაატარებთ, სანამ ქალბატონები შოპინგით იქნებიადნ დაკავებულები.
  • გპირდებით ახალი სილამაზის სალონის გახსნას.
  • გპირდებით, ისთ ფოინთი დაგავიწყებთ პარიზს და მილანს.
  • გპირდებით მოდის შოურუმებს.
  • გპირდებით მრავალფეროვან მოდების ჩვენებებს.
  • გპირდებით ქართველი და უცხოელი დიზაინერების ახალ კოლექციებს.

გპირდებით, რომ შოპინგი გახდება თქვენი გართობაც და დასვენებაც.
შოპინგი - ჩემი დოპინგი - თეონა ჩიხლაძე
შემოხაზეთ #3